суббота, 14 декабря 2013 г.

პროექტის სახელწოდება: იაკობ გოგებაშვილი
პროექტის მთავარი იდეა:
მინი–ლექციის სახით ვისაუბრებ ი.გოგებაშვილის ღვაწლზე .დავსვამ კითხვებს:რა იციან ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიის შესახებ? რომელ ნაწარმოებებს იცნობთ მისი შემოქმედებიდან? მოდით მწერლის უფრო ღრმად შესასწავლად ვიმუშაოთ პროექტზე  იაკობ გოგებაშვილი. ერთობლივად შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს.

პროექტის აქტუალობა:
მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეისწავლონ ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია, შემოქმედება. განუვითარდეთ პრეზენტაციის, კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები.

პროექტის მიზნები:
მოსწავლეები შეისწავლიან ი. გოგებაშვილის ბიოგრაფიას, შემოქმედებას. განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, კვლევა–ძიების უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი: 10,11 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
კედლის გაზეთი; ფოტო ალბომი; სლაიდები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 ი გოგებაშვილის ,,საგანძური"; კომპიუტერი; ინტერნეტი; აუდიო მასალა; პროექტორი; ფოტო აპარატი.

პროექტის მსვლელობა:
I. კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვაძლევ შემდეგ დავალებებს:
I ჯგუფი– მოიძიეთ ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე სკოლის ბიბლიოთეკიდან და წარმოადგინეთ ჩანაწერის სახით.

II ჯგუფი–გაეცანით იაკობის შემოქმედებას ი. გოგებაშვილის  ,,საგანძურიდან" და წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით.
III ჯგუფი–.მოიძიეთ ინტერნეტით გამოჩენილ ადამიანთა  გამონათქვამები ი. გოგებაშვილზე და წარმოადგინეთ ჩანაწერის სახით.

II.ვამუშავებ სცენარს სპექტაკლისთვის ,,იავნანამ რა ჰქმნა?!". ვანაწილებ როლებს და მოსწ. მუშაობენ სპექტაკლზე.
III.ვდგამთ სპეტაკლს.
IV.ექსკურსია –ქ.გორი სოფ. ვარიანი.
V.მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: დაწერონ ინდივიდუალურად ექსკურსიის შესახებ შთაბეჭდილებები.
VI.მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს.ემზადებიან პრეზენტაციისთვის. ატარებენ პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული;  ხელოვნება;    ი.ს.ტ. .
პროექტის ხელმძღვანელი: თ. ოდიშარია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teaodisharia2013@gmail.com .

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.teaodisharia.blogspot.com